ლევან კაჭარავას 20 ტყვია ესროლეს

ლევან კაჭარავას 20 ტყვია ესროლეს“ტვ პირველმა” ბაგები -წყნეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალების გარკვევა შეძლო.

“პირველებისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილ ბიზნესმენს 20-მდე ტყვია ესროლეს.  მას ჩასაფრება სავარაუდოდ დაქირავებულმა ქილერმა  მოუწყო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.

მკვლელობის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე პოლიცია მუშაობს.