მამა შალვა კეკელიამ უფასო მაღაზია გახსნა

მამა შალვა კეკელიამ უფასო მაღაზია გახსნათბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში უფასო მაღაზია გაიხსნა. მამა შალვა კეკელიამ ტაძრის ეზოში პატარა მაღაზია ჩადგა  – თბილისის უფასო მაღაზიაში ყველას შეუძლია, ყველანაირი ტიპის პროდუქტი, წამლები თუ სხვა სახის დახმარება მიიტანოს და ჩააბაროს.

ტაძრის სოციალური ქსელის ანგარიშზე შემდეგი სახის ინფორმაცია გავრცელდა:

„აქ ყველას შეუძლია მოსვლა, როგორც დახმარების გასაწევად, ისე მისაღებად. უფასო მაღაზია იმუშავებს 29 მაისის 11 საათიდან…“

მაღაზიას სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდიც აქვს.

პრაიმ ტაიმი