11 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კახეთში.
შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
დაშავებულებს შორის, 9 უცხოელი ტურისტი, 1 მძღოლი და 1 გიდია.
თერთმეტივე პირი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაშია გადაყვანილი.
ექიმების განმარტებით, მოქალაქეებს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვთ მიღებული.
სპეციალისტების ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მედიკოსები ამ წუთებში დაშავებულებს შესაბამის სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ.
პრაიმ ტაიმი