მერაბ სეფაშვილი ფილტვების ანთებით და სეფსისით კლინიკაში გადაიყვანეს

მერაბ სეფაშვილი ფილტვების ანთებით და სეფსისით კლინიკაში გადაიყვანესპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი საავადმყოფოში გადაყვანილი მომღერლის, მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე “პრაიმტაიმს” ესაუბრა.

მედიკოსის თქმით, მერაბს ფილტვების ანთება და სეფსისი აქვს, თუმცა ის იმედოვნებს, მედიკოსები მომღერლის მდგომარეობის მართვას შეძლებენ.

“მერაბ სეფაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ჟანგბადდამოკიდებულია, პნევმონია და სეფსისი აქვს. ახლა, სტაბილურად მძიმეა, თუმცა იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, გონებაზე არის, ამ წუთასაც მასთან ვიყავი…” – განმარტავს ლევან რატიანი.