“პირდაპირ ხალხს გადაუარა ავტობუსმა” – რა მოხდა “ბორჯომის” გაფიცვაზე

"პირდაპირ ხალხს გადაუარა ავტობუსმა" - რა მოხდა "ბორჯომის" გაფიცვაზე“პირდაპირ ხალხს გადაუარა ავტობუსმა” – “ბორჯომის” ქარხანაში თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. შეკრებილები წინ გადაუდგნენ ქარხნის ტერიტორიიდან გამომსვლელ მანქანას და მას გავლის საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე შეკრებილები სკანდირებდნენ “ჩამოდი მანქანიდან”.

ქარხანასთან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ცდილობდა მანქანისთვის გზა გაეთავისუფლებინა, რასაც ხმაური მოჰყვა.

“გუშინ მოლაპარაკებაზე დაგვპატიჟეს, ვისაუბრეთ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იყო, დღეს გადაუარეს ქალებს, კაცებს, ამ მშიერ ადამიანებს, უსამართლობაა ეს ყველაფერი. ხელფასებს არ აძლევენ, კომპანია როცა ასეთ ქმედებებს ჩადის და სახელმწიფო ხელს უწყობს, ძალიან სამწუხაროა”, – ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი.
პროფკავშირების წარმომადგენელი დასაქმებულებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქარხანაში ადმინისტრაციის წევრები პოლიციის დაბურულმინებიანი მანქანებით შეჰყავთ. მისივე თქმით, “ბორჯომი” ემუქრება დასაქმებულებს, რომ სამსახურს ისინიც დაკარგავენ.

მთავარი