ქსნის ციხეში განგაშია – პატიმარმა თვითდაზინებები მიიყენა. ოჯახის ინფორმაციით, ზურა მიქელაშვილს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული და მეტალის ნივთები აქვს გადაყლაპული.
პროტესტის უკიდურეს ზომას მსჯავრდებულმა მას შემდეგ მიმართა, რაც სამთვიანი ლოდინის მიუხედავად, ის გლდანის ციხეში არ გადაიყვანეს და მისი თხოვნა რეაგირების გარეშე დატოვეს.
სამარტოო საკანში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახური უკვე მესამე დღეა, დაკავებულის ოჯახს ცნობებს არ აწვდის.
ზურა მიქელაშვილის დედა შვილთან შეხვედრას ითხოვს.
დამირეკა და მხოლოდ ეს სიტყვები მითხრა, “დედა, მე მაქვს დაზიანებები” და რომ ვკითხე მიზეზი რატომ, მითხრა, “თქვენ ხართ ჩემი ყველაფრები, ჩემი ოჯახი და თქვენ თუ არ იქნებით ჩემს გვერდით და მე თუ ვერ მოვახერხებ თქვენს ნახვას, აზრი არ აქვს ჩემს სიცოცხლეს და მირჩევნია, მოვკვდე” და დაგვემშვიდობა. ლითონი აქვს გადაყლაპული. მე მინდა, ჩემი შვილის მდგომარეობაზე ზუსტი ინფორმაცია მქონდეს, – ამბობს პატიმრის დედა.