ქუთაისში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს – შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივია.
პრაიმ ტაიმის ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცი გიორგი ფანჩულიძეა, რომელიც 7 შვილის მამა იყო.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, გარდაცვლილის მეზობელია.
როგორც ადგილზე ამბობენ, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. სავარაუდო ეჭვმიტანილი კი, წარსულში ნასამართლევია და ციხიდან ახალი გამოსული იყო.
მკვლელობის დეტალები მთავარმა არხმა გაარკვია. ცნობილი ხდება, რომ დაპირისპირება მეზობლებს შორის დაიწყო, რაც მკვლელობით დასრულდა.

