ქუთაისში ქვეწარმავალი იპოვეს. ადგილობრივებმა გველი რუსთაველის გამზირზე დაინახეს.
„ტროტუარზე გადაადგილდებოდა, შემდეგ კი ერთ- ერთი კერძო სახლის ეზოში შევიდა. იქვე შუახნის კაცი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ საკმაოდ საშიში სახეობის გველიაო,”- აცხადებს თვითმხილველი ირაკლი მაღლაფერიძე.
წელიწადის ამ დროს ქვეწარმავლებს განსაკუთრებით მრავლად პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედაც პოულობენ.