რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 376.6%-ით გაიზარდა

რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 376.6%-ით გაიზარდა2022 წლის მაისში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი გახუთმაგდა.

კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 376.6%-ით არის გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, 2022 წლის მაისში რუსეთიდან საქართველოს 51.561 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 10.818 იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანას შორის რუსეთი მეორე ადგილზეა. პირველ ადგილს იკავებს თურქეთი – 60.184 ვიზიტორით, მე-3 ადგილს კი სომხეთი იკავებს 42.606 ვიზიტორით.

ბიპიენი