რუსთავში არასრულწლოვნის ცხედარი ნახეს

რუსთავში არასრულწლოვნის ცხედარი ნახესრუსთავში ბიჭის ცხედარი ნახეს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მდინარე მტკვარში (ე.წ. ახალ ხიდთან), სასაფლაოებისკენ მიმავალ გზაზე, დამბებთამ, ხიდის ქვეშ ბიჭის ცხედარი შენიშნეს.

ადგილზე მალევე გამოიძახეს პოლიცია.

ცხედარი მდინარიდან ამოასვენეს და მას ექსპერტიზა ჩაუტარდა.

მაისის თვეში, თბილისში არასრუწლოვანი დაიკარგა, მოგვიანებით გაირკვ,ა რომ ბიჭი მტკვარში გაუჩინარდა, მდინარემ მისი ცხედარი კი სავარაუდოდ თბილისიდან რუსთავში ჩამოიტანა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.