სამხრეთ აფრიკის ქალაქ ისტ-ლონდონში, ერთ-ერთ ღამის კლუბში 22 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება გარდაცვალების გარემოებების დასადგენად.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა ასაკი 18-დან 20 წლამდეა.
ადგილობრივი გამოცემა, DispatchLive-ი იუწყება, რომ წინასწარი ინფორმაციით, ცხედრებს ტრავმის კვალი არ აქვთ.
იპნ