სანქცირებული ტვირთი ბათუმში – ტანკერი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გარეშე გაუშვეს

სანქცირებული ტვირთი ბათუმში - ტანკერი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გარეშე გაუშვესსაქართველოს სანქცირებული ტვირთით სავსე ტანკერი, ბათუმიდან ისე გაუშვა, რომ საკითხზე გამოძიება არ დაუწყია.

მთვრობამ თავად დაადსტურა, რომ ტვირთი სანქცირებული იყო თუმცა, ეკიპაჟის წევრები არც კი დაუკითხავთ.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ  მთავრობა წინასწარ იყო ინფორმირებული და სანქცირებული ტვირთის გატარებაზე სავარაუდოდ თანხმობაც ჰქონდა გაცემული.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე “პირველებთან” ამბობს, რომ საბაჟოს და ფინანსთა სამინისტრის ბიძინა ივანიშვილისგან პირდაპირი დავალება აქვთ მიცემული, რომ უკანონობაზე თვალი დახუჭონ.

ჩვენ არ ვიცით, რა პროდუქცია გადადის რუსეთში, არის თუ არა ისინი სანქცირებული. ამას აკონტროლებს პირდაპირ ხელისუფლება”- აცხადებს დეკანოიძე.
“ლელოს” ლიდერი კი აღნიშნავს, რომ მხოლოდ სიტყვიერი განკარგულება საკმარისი არ არის.

მარტო სიტყვიერი განკარგულება, როგორც ეს პრემიერმა განაცხადა, აბსოლუტურად არ არის საკმარისი. არ არსებობს ნორმატიული აქტი ამასთან დაკავშირებით მიღებული მთავრობის მიერ, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავდა, სანქხცირებული პროდუქციის ნუსხას, რომელიც არ შეიძლება იქნეს რეექსპორტირებული საქართველოს გავლით რუსეთში”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
“ევროპული საქართველოს” წევრის, პაატა დამანიას შეფასებით, “საკმარისზე მეტი დამადასტურებელი ცნობებია იმის შესახებ, რასაც დავით არახამია საუბრობს”.

ამიტომაც ევროპარლამენტმა გამოუგზავნა საქართველოს გზავნილი, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება” შემაფერხებელი ბარიერია საქართველოსთვის ევროატლანტიკურ გზაზე”- თქვა მან.

ტვ პირველი