საფრანგეთი გერმანიისგან მილსადენებით რუსულ გაზს აღარ მიიღებს. ფრანგული გაზის სატრანსპორტო კომპანიის GRTgaz აცხადებს, რომ გაზის მიწოდება 15 ივნისის შემდეგ შეწყდა.
მეორეს მხრივ გაზის მიწოდების ნაკადი საფრანგეთსა და ესპანეთს შორის გაიზარდა.
“ზაფხულში რაიმე პრობლემები ფრანგი მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის კუთხით არ გვექმნება, ხოლო ზამთრისთვის საცავები ივსება,” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი ნაკლებად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, ვიდრე გერმანია ან იტალია და უფრო ატომურ ენერგიას მოიხმარს.