სასამართლომ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო”  220.000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო"  220.000 ლარით დააჯარიმააუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ პარტია “კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“  220 000 ლარით დააჯარიმა.

გამოცემა “პუბლიკას” ინფორმაციით, აუდიტის სამსახური „ალტ-ინფოს“ 2021 წლის დეკლარაციის არასწორად წარდგენასა და არაფულადი შემოწირულებების დამალვას ედავებოდა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის დეკლარაციაში პარტია აღნიშნავდა, რომ დეკემბრის თვეში მათ ფინანსური ბრუნვა არ ჰქონიათ.

თავად “ალტ-ინფოში” კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.