ექსპერტი ნიკა შენგელია საწვავის ფასებთან დაკავშირებით მორიგ სტატიას აქვეყნებს:
კონკურენციის სააგენტო ვერ დადებს საბოლოო დასკვნას სადაც იქნება კონკრეტული ქმედითი ღონისძიებები ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის შეჩერებასთან დაკავშირებით და პრემიერის დავალება არ შესრულდება ისევე როგორც არ სრულდება პრემიერის ბრძანებულება №1044.
სამწუხაროა მაგრამ ეს არის რეალობა. პრემიერის აღნიშნულ დავალებას ვადა ჰქონდა 15 მაისამდე , ჩვენ კი ვიხილეთ მხოლოდ შუალედური დოკუმენტი სტატისტიკური მონაცემების ტექსტით სადაც გაგვაცნეს რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში საწვავი და გაკეთდა აქცენტი რომ ყველაზე დიდი რაოდენობის იმპორტი მოხდა რუსეთიდან სადაც საწვავის შესყიდვა ხდება დაბალ ფასებში და შესაბამისად იმპორტიორებს ჰქონდათ საშუალება დაეწიათ ფასები საქართველოშიც. ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა ასეთი შინაარსით სავარაუდოთ იმ მიზნით, რომ შეიქმნას წინაპირობა იმპორტიორების მიმართ საჯარიმო სანქციების დასაწესებლად .
როგორც ადრეც ავღნიშნეთ ჯარიმების მეთოდი გამოყენებული იქნა 2015 წელს. მაგრამ საბოლოო შესრულება ამ გადაწყვეტილების რატომღაც არ იქნა ცნობილი საზოგადოებისთვის,კერძოდ: . მოხდა თუ არა კომპანიების მხრიდან გასაჩივრება ამ გადაწყვეტილების სასამართლოში ? თუ მოხდა , რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ? რამდენად საფუძვლიანი იყო ეს გადაწყვეტილება ? გადახდილი იქნა თუ არა აღნიშნული ჯარიმები კომპანიების მიერ?!
კარგი იქნებოდა თუ ჟურნალისტები დაინტერესდებიან ამ საკითხით გააშუქებენ პრესით და ექსპერტებს მიეცემოდა შესაძლებლობა გაგვეკეთებინა ანალიზი რამდენად ქმედითი იყო ამ ტიპის გადაწყვეტილება და რა სარგებელი ნახა საქართველოს მოსახლეობამ და რა დამატებითი შემოსავალი მიიღო საქართველოს ეკონომიკამ ამ ჯარიმების შედეგად .
მინდა განვმარტო თუ როტომ ვერ დადებს კონკურენციის სააგენტო საბოლოო დასკვნას კონკრეტული ქმედითი ღონისძიებებით ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის შეჩერებასთან და დაწევასთან დკავშირებით.
პირველი ეს არის ნავთობპროდუქტების დარგის არ ცოდნა , არაპროფესიალიზმი რის გამოც საქართველოს კანონი კონკურენციის შესახემ გამოყენება ხდება მხოლოდ ჯარიმების დასაწესებლად , მეორე მიზეზი ეს არის „სოკარი“ სათვის მაღალი ფასების ეგრედ წოდებული „გაპრავება“.
წინა სტატიებში ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ კონკრეტული ფაქტების მოყვანით ,რომ აზერბაიჯანის „სოკარ“ მა როდესაც შექმნა საქართველოში თავისი შვილობილი კომპანიები აუკრძალა ქართველ იმპორტიორებს ბაქოდან პირდაპირი კონტრაქტებით საწვავის იმპორტი საქართველოში და ამით საქართველოს ნავტობპროდუქტების ბაზარზე კონკურენციის მთავარი პრინციპი თანაბარი პირობები ყველა მონაწილეების მიმართ დაირღვა.
ეს არის უმთავრესი საკითხი რაზედაც უნდა მოეხდინა რეაგირება მთავრობას დაუყონებლივ . აქედან ჩაეყარა საფუძველი, რომ საქრთველოში სოკარის შვილობილი კომპანიები გამხდარიყვნენ მონოპოლისტები.
რატომ არჩევს ამ საკითხთან მიმართებაში კონკურენციის სააგენტო სირაქლემის პოლიტიკას? არ იცის თუ არ აწყობს ამ საკითხის მოგვარება ?
გავიხსენოთ ასეთი სიტუაცია, 2018 წელს როდესაც ივლისი-აგვისტოს თვეებში საქართველოს ცემენტის ასოციაციამ ატეხა ხმაური, რომ ირანული ცემენტი ქართულ წარმოებას საფრთხეს უქმნიდა, მთავრობამ მიიღო სათანადო ზომები 45 დღით აჩერებდა ვაგონებს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 29 დღიანი ლოდინით, დასკვნის გარეშე არ აძლევდა ვაგონების დაცლის შესაძლებლობას . ამის გარდა რკინიგზა ცალკე ახდევინებდა იმპორტიორებს ვაგონების მოცდენის ჯარიმებს . შემდეგ მთავრობამ მიიღო სათანადო საბაჟო პროტექციონისტური მოსაკრებელი რომლითაც დაიცვა შიდა ბაზარი და ეროვნული მწარმოებლის ინტერესები.
დღეს როდესაც ქართველ იმპორტიორებს ეგრძალებათ ბაქოდან საწვავის შეძენა, რატომ არ აყენებს ბატონი ლექვინაძე საკითხს სპეციალური დამცავი მოსაკრებელის შემოღებაზე რომელიც გამოიყენება კონკურენციის აღდგენის მიზნით და ეს მოსაკრებელი პასუხი იქნება ქართველი იმპორტიორების მიმართ დისკრიმინაციურ ქმედებებზე აზერბაიჯანის მხრიდან. არ იცის თუ არ აწყობს ? სხვა რა ახსნა აქვს ამ უმოქმედებას ?
ამ უმოქმედების შედეგად „სოკარ“ მა ჩამოაყალიბა მისთვის სასურველი იმპორტიორების ჯგუფი „ლუკოილი“ და „რომპეტროლი“ რომელნიც იმართებიან აზერბაიჯანიდან;
შემდეგ სოკარმა განახორციელა ფასების ზრდა საზღვრამდე ;
შემდეგ ამ ფასების ხელოვნურად ზრდის შედეგად მიღებული მოგებებიდან დაიწყო გასამართი სადგურების ნავთობბაზების და ბენზინმზიდების შეძენა ;
შემდეგ როდესაც „სოკარი“ ჩამოყალიბდა მონოპოლისტად საქართველოს ბაზარზე დაკავდა კარტელური შეთანხმებებით .
ეხლა რაც შეეხება პროფესიონალიზმს :
როგორც კონკურენციის სააგენტოს ასევე სოკარის მონოპოლისტ შვილობილ კომპანიებს ჰყავთ ხელმძღვანელები, რომლებმაც უნდა იმოქმედონ თავისი ორგანიზაციების ინტერესებიდან, , დანიშნულებიდან და თვითეულის ხემძღვანელობის მითითებიდან გამომდინარე.
პრემიერის დავალებიდან გამომდინარე ბატონი ირაკლი ლექვინაძის წინაშე დგას საკითხი, რომ მოახდინოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიების პროექტის წარდგენ საწვავის ფასების ზრდის შეჩერებასთან და ფასების შემცირებასთან დაკავშირებით .
ხოლო სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის და სოკარ გაზის ხელმძღვანელის ბატონ დავით ზუბიტაშვილის წინაშე დგას ამოცანა იქონიოს მაქსიმალური მოგება და რენტაბელობა მის მიერ დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურებში .
შესაბამისად ამ ორმა ადამიანმა უნდა იხელმძღვანელოს პირადი და დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურების თანამშრომლების გამოცდილებიდან , ცოდნიდან და პროფესიონალიზმიდან.
დავით ზუბიტაშვილი 1993 წელს დაინიშნა სახელმწიფო კონცერნ „საქნავთობპროდუქტის „ თავმჯდომარედ და იმ დროისთვის მის დაქვემდებარებაში იყო მთელი საქართველოს მასშტაბით 40 ნავთობბაზა , 350-ზე მეტი ავტო-გასამართი სადგური,5000-ზე მეტი ამ დარგის პროფესიონალი თანამშრომელი.
მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა კომპანიის წარმომადგენლობა აზერბაიჯანში, საქართველოში მან შემოიყვანა კორეული კომპანია „ჰვნა ჯორჯია“, ბერძნული კომპანია „ეკო“, და დააწესა სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულების საფუძველზე სრული სახელმწიფო კონტროლი ნავთობპროდუქტებზე რითიც შექმნა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ნავთობპროდუქტების ჭარბი დაბალფასიანი მარაგი. შემდეგ გახლდათ საქენერგოს გენერალური დირექტორი, შემდეგ ენერგეტიკის მინისტრი, საქნავთობის ვიცე პრეზიდენტი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე , ენერგეტიკის ინსტიტუტის დირექტორი ხოლო 2006 წლიდან სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის და სოკარ გაზის გენერალური დირექტორი.
კონცერნ საქნავტობპროდუქტების ხელმძღვანელამდე იგი მუშაობდა თბილისის ავტოსარემონტო ქარხნის მთავარ ინჟინრად ,ქარხანა გაზოაპარატის დირექტორად, ყოფილი ლენინის რაიონის აღმასკომის თავმჯდომრად,ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეთ.
ასევე ჩვენ დავინტერესდით ბატონ ირაკლი ლექვინაძის გამოცდილებით და მოვიძიეთ შემდეგი, რომ იგი გახლდათ ბიზნეს ომბუცმენტი,თბილისის მერის მოადგილე, პროფესიით არის ეკონომისტი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტიც.
საქართველოს მთავრობამ რატომღაც ჩათვალა რომ დავით ზუბიტაშვილმა ამოწურა თავისი რესურსი როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, დავით ზუბიტასვილის სტრუქტურების არის დღეს ნავთობპროდუქტებიც, ბუნებრივი აირიც , კერძო ბიზნესიც „ეკო პეტროლის“ გასამართი სადგურების სახით და სრული მონოპოლია ნავთობპროდუქტების ბაზარზე . რაც „რეალურად ენერგეტიკის მინისტრობას“ ნიშნავს .
აი ასეთი საკადრო პოლიტიკა გააჩნია საქართველოს მთავრობას და ზუსტად ასეთმა პოლიტიკამ მოიყვანა ჩვენი ქვეყნა საწვავის ფასებთან 4 ლარის ნიშნულამდე და სასურსათო პროდუქტებზე სასწაულ მაქსიმუმებამდე ფასების ზრდიდან გამომდინარე.
1993 წელებშიც,იმ დროს როდესაც ქვეყანაში არეულობა იყო და ყოველი გასამართი სადგურის უკან იდგა ერთი პარლამენტარი ,ერთი მილიციის უფროსი და ერთი კანონიერი ქურდი , დავით ზუბიტაშვილს ეკითხებოდნენ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ფასის დადგენას და სავარაუდოდ დღესაც მას ეკითხებიან საქართველოში ფასების დადგენას ნავტობპროდუქტებზეც და ბუნებრივ აირზეც .
პირადათ ჩემთვის ძალიან სამწუხაროა რომ ასეთი კადრები ,ქართველები , როგორც დავით ზუბიტაშვილი , ნიკოლოზ ნათბილაძე(საქართველოს ყოფილი ელჩი ასერბაიჯანში) დღეს არიან უცხო ქვეყნის კომპანიების თანამშრომლები.
დავით ზუბიტაშვილის ცოდნა , პროფესიონალიზმი, გამოცდილება უნდა ხმარდებოდეს საქართველოს , ეს არის ადამიანი რომელმაც იცის როგორ უნდა დაალაგოს ბიზნესი , ბიზნეს ურთიერთობა და აშოვნინოს ფული თავის სტრუქტურებს . მან უმაღლეს დონეზე დაულაგა „სოკარ“-ს საქმიანობა , პარალელურად შექმნა საკუთარი ბიზნეს სტრუქტურა „ეკო პეტროლი“-ს სახით რომლის გასამართი სადგურები მოფენილია საქართველოს მასშტაბით მისი დედულეთისკენ ვანის რაიონისკენ, მისი მამულეთისკენ და მის საკუთარ ყურძნის პლატაციებისკენ ყვარლის რაიონისაკენ , მისი აგარაკის შესასვლელში საგურამოსკენ.
საინტერესოა კიდევ ის ფაქტი რომ ბატონი დავითი თავის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურებისთვის პიარსაც უმაღლეს დონეზე იყენებს. გარკვეული პერიოდის წინ ტელევიზია იმედის მიერ გადმოიცა სიუჟეტი როგორ ამოწმებდნენ საზოგადოების წარმომადგენლები სხვა და სხვა ბრენდების გასამართ სადგურებზე საწვავის ზუსტ ჩასხმას . საბოლოოდ რა თქმა უნდა „სოკარ“ს ჰქონდა ყველაზე კარგი მონაცემები ზუსტ ჩასხმასთან დაკავშირებით . მაგ სიუჟეტში კარგი იქნებოდა გაჟღერებულიყო, რომ დავით ზუბიტაშვილის უფროსი ვაჟი ირაკლი ზუბიტაშვილი სანამ სოკარის თანამშრომელი გახდებოდა ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო და მაყურებელიც ალბათ უფრო სწორ შეფასებას გააკეთებდა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ,რომ ნავთობპროდუქტების დარგი არის ძალიან სპეციფიური, და თუ ადმიანმა არ იცის რა არის ოპერაციები ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული , როგორ არიან მიბმულები საბითუმო ქსელთან საცალო ქსელები და ბევრი სხვა რამ , ვერანაირ გეგმას ან სქემას ვერ შეიმუშავებს.
დღეს როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ კომპიუტერების ეპოქაში და დღევანდელ სააგენტოებში და სამინისტროებში ამას ანიჭებენ უპირატესობას. ერთად ერთი რაშიაც ბატონი დავით ზუბიტაშვილი ვერ აჯობებს კონკურენციის სააგენტოს ეს არის კომპიუტერული თამაშები „მაინკრაფტი“ ,მაგალითად ან „მარიო“ ამაში დარწმუნებული ვარ და ეს მარტო მისი არა- მთელი მისი თაობის სისუსტეა . კომპიუტერის კარგად მცოდნეები , რომ არიან საჯარო მოხელეები კარგია მაგრამ დარგობრივი სპეციალისტებიც და პროფესიონალებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფო სტრუქტურებში. მე არ ვამბობ იმას, რომ ყველა სამინისტროში და სააგენტოში თითო „მარკშეიდერი“ ავიყვანოთ შტატში , უბრალოდ რამე დარგობრივ საკითხს, რომ ვეხებით მითუმეტეს პრემიერის დავალებით- კონსულტანტი მაინც მივიწვიოთ თუნდაც ერთჯერადათ.
საწვავის ფასები კატოსტროფიულად გაიზარდა, სურსათი და სოფლის მეურნეობის პროდუქტი კატოსტროფიულად გაიზარდა ჩვენ კი კონკურენციის სააგენტო შუალედური დასკვნების რეჟიმში გვაცხოვრებს.
მე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ყველა ვინც საწვავზე ფასების ზრდას დააბრალებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების აწევას , ევროპისკენ ხელს გაიშვერს და იქაურ ფასებს მოგვიყვანს მაგალითისთვის , აბსულუტურად ყველა, იქნება ეს სახელმწიფო მუშაკი , რომელიმე მინისტრი , ექსპერტი თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი შეიყვანს შეცდომაში ჩვენს მოსახლეობას და შესაბამისად აარიდებს თავს მთავარი მიზეზის დასახელებას, რომელიც არის მონოპოლისტი „სოკარი“-ს პოლიტიკა საწვავზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ზემოთ ნახსენები ახსნნა განამრტებები ფასების ზრდასთან დაკავშირებით საფუძველ მოკლებულია და აწყობს „სოკარ“ ს და მის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებს, რომლებიც კარტელური პრეტენზიების წინაშე დგანან და თავის დაცვას აფუძნებენ იმ ფაქტზე, რომ მათი ფასები ნაკარნახევია ბაზრის რყევებითა და საერთო ფონის შექმნის შემდეგ ამ არგუმენტს ეკონომიკური გათვლებით ამყარებენ.
ეხლა რაც შეეხება კარტელური გარიგებების დასჯას და მათ შორის რამდენად სწორი იყო 2015 წელს ამ ფორმის გამოყენება მონოპოლისტური „სოკარი“ს და მისი კონტროლის ქვეშ მყოფ ორგანიზაციების მიმართ .
მინდა ავღნიშნო, რომ კარტელები ბევრ ქვეყანაში კანონით აკრძალულია, ზოგიერთ ქვეყანაში კარტელები განიხილება ეკონომიკურ დანაშაულად , დანაშაულად მომხმარებლების წინააღმდეგ და ისჯება სისხლის სამართლის წესით ვინაიდან მათი ქმედება ითვლება ყველაზე საშიშ დანაშაულად კონკურენციის სფეროში . ნებისმიერი კარტელური შეთანხმების მიზანია ბაზრის სეგმენტში კონკურენციის განადგურება.
ეს არის სახელმწიფო სახსრებისა და მოსახლეობიდან თანხის დატაცების მეთოდი და ზოგიერთ ქვეყანაში თაღლითობის ფორმად ითვლება, ვინაიდან მათ წევრებს არ აქვთ დანაშაულის ჩადენის სპონტანური იმპულსები, ისინი ყველაფერს წინასწარ ითვლიან , ეს არის მონოპოლიებზე უარესიც კი, ვინაიდან მონოპოლისტი მოქმედებს ღიად, კარტელები კი ფარულად.
აი ყველაფერი ეს დააფიქსირა კონკურენციის სააგენტომ 2015 წელს სოკარის მიმართ როდესაც დაუწესა სოკარს და მისი ზეგავლენის ქვეშ მყოფ იმპორტიორებს ჯარიმები კარტელური შეთანხმების საფუძველზე .
ეხლა როტომ ვთვვლი მე ამას გაპრავებად?
იმიტომ რომ კარტელები დარღვევისგან შესაძლო დასარიცხ ჯარიმას ითვალისწინებენ თავიანთ მარჟაში და მათ უბრალოდ უკვე გამოიმუშავეს ეს ჯარიმები ამიტომ ეს ნახევარ ქმედება კონკურენციის სააგენტოს მხრიდან არაფრის მომტანი არ იყო არც მოსახლეობისთვის და არც ქვეყნის ეკონომიკისთვის .
ამის თავიდან ასაცილებლად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იყო საჭირო, რაც ეფექტური აღკვეთის ღონისძიება იქნებოდა ვინაიდან შემოსავლის მიღება მოხდა დანაშაულებრივი გზით . დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი არის განსხვავება უკანონო ქმედებების შედეგად მიღებულ შემოსავალსა და მათ არყოფნის შემთხვევაში მიღებულ შემოსავალს შორის.
ვფიქრობთ,რომ საერთოდ სათანადო ორგანოებისთვის უნდა მიცემულიყო დავალება სოკარის საქართველოში შემოსვლის დღიდან მომხდარიყო ფინანსური დასკვნის მომზადება ფასების ხელოვნური აწევის შედეგად რა ციფრს შეადგენს მიღებული უკანონო გამდიდრების ჯამური ოდენობა. ვინაიდან არ გამოვროცხავ გამოვლინდეს,რომ „სოკარ“ს საქართველოში არანაირი სერიოზული ინვესტიციები არ განუხორციელებია და . ყველაფერი რაც შეძენილი აქვს საქართველოში სავარაუდოთ შეიძინა ხელოვნურად გაზრდილი ფასების ხარჯზე ,ანუ საქართველოს მოსახლეობისა და ბიუჯეტის ხარჯზე .
ის ფაქტი, რომ კონკურენციის სააგენტო რაღაც ჯარიმით შემოიფარგლა ზუსტად ეს მეტყველებს „სოკარი“ს პოლიტიკის გაპრავების ფაქტზე.
ყველა ქვეყანაში კონკურენცია არის კონსტიტუციური ღირებულება და კონსტიტუციურ ღირებულებებზე თავდასხმა ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის საფუძვლებს. ნებისმიერი კონსტიტუციური ღირებულება უნდა დაექვემდებაროს სისხლის სამართლის დაცვას სახელმწიფოს მიერ.
ჩვენ ვთვლით , რომ კარტელური შეთანხმება არის კონკურენციის მიმართ ყველაზე დიდი და სახიფათო დანაშაული, და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შექმნის პატივისცემას კონკურენციის მიმართ როგორც კონსტიტუციურ ღირებულებისაკენ
და დამრღვევს უნდა ჩამოერთვას უკანონო ქმედებებით მიღებული ყველა შემოსავალი და ამ შემოსავლებით შეძენილი ქონება.
პასუხისმგებლობის საფრთხის არარსებობა იწვევს კარტელების განმეორებას და ეკონომიკის კარტელიზაციის ზრდას.
ასეთი მოქმედებებით როგორიც ჩვენ ვიხილეთ შუალედური დასკვნის სახით კონკურენციის სააგენტო მხოლოდ ეხმარება კარტელების აყვავებას და „სოკარი“ს ფასების ზრდის პოლიტიკას .
დმატებით მინდა ავღნიშნო რომ შესწავლის პროცესში გვაქვს საქართველოში „სოკარი“-ს შემოსვლასთან ყულევის საკითხიც, ვინაიდან მნიშვნელოვანია საერთო სურათისთვის რა პირობებით , რა ფასით გადაეცა ეს ტერმინალი აზერბაიჯანის მხარეს და იყო თუ არა ყულევზე აგებული „სოკარ ენერჯიში“ საქართველოს წილობრივი მონაწილეობა.
ასევე დამთავრების პროცესშია ბუნებრივი აირის საკითხი, რომელსაც ღებულობს საქართველო აზერბაიჯანიდან სადაც საკითხები ეხება ხარისხს, ფასწარმოქმნას, მომხმარებლების უფლებების დაუცველობასა და წარმოებების არარენტაბელობას უხარისხობიდან და ფასების დეფერენციაციდან გამომდინარე.