გავრცელებული ცნობით, გვიან ღამით, თბილისში, დიღმის მასივში 10-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს დაუპირისპირდა – დაჭრილია 2 ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, მათ ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიყენებული და საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 19-108 მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.