ჭიათურაში „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში შეყვანილ ქალბატონს, ელენე აბაშიძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს. ელენე აბაშიძეს „წლის ქალბატონის“ წოდება მიანიჭა ასევე აშშ ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა . იგი შეყვანილია „მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ სიაში.
გამოჩენილი მეცნიერი ელენე აბაშიძე გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი დაიბადა 1922 წლის 18 მარტს ჭიათურაში.დაამთავრა ჭიათურის მე-2 საშუალო სკოლა.უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ,1944 წელს გაანაწილეს სოფელ პერევისის საშუალო სკოლაში,სადაც 4 საგანს ასწავლიდა…
ელენე აბაშიძე ავტორია 540 სამეცნიერო ნაშრომის და 13.200 ექსპერიმენტისა. მან შეისწავლა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმი;
მეგატვ.გე