„ჭურვები გვეწურება, რუსული არმია კი კიდევ უფრო ძლიერდება”

„ჭურვები გვეწურება, რუსული არმია კი კიდევ უფრო ძლიერდება”ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მასალა ეწურებათ, ხოლო ომი “საარტილერიო ბრძოლად” გადაიქცა. კიმი აღნიშნავს, რომ უკრაინის ჯარების ჭურვებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის პარალელურად, რუსული არმია კიდევ უფრო ძლიერდება.

კიმმა დასავლელ მოკავშირეებს იარაღის სწრაფად მიწოდებისკენ მოუწოდა:

“ევროპისა და აშშ-ს დახმარება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია”. – თქვა კიმმა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.