“თამუნა ექიმი რეანიმაციაშია” – ქალს ხობში მანქანა დაეჯახა

"თამუნა ექიმი რეანიმაციაშია" - ქალს ხობში მანქანა დაეჯახახობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ქვეით ქალს ავტომობილი მის საცხოვრებელ სახლთან დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თ.ჯ. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა.

„ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმები კი იბრძვიან კოლეგის სიცოცხლის გადასარჩენად”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

„გული და სული მეწვის ღმერთო, ეს რა ვნახე, უფალო დიდება შენს ძალას, შენ დაუბრუნე დედას ჩვენი ანგელოზი, თამუ შენ არ გაქვს უფლება, რომ არ იბრძოლო ჩემო გოგო. ყველაფერი კარგად იქნება, მჯერა შენ იცი როგორი დიდი გულშემატკივარი ვარ, მალე გამოკეთდი, სიკეთის მატარებელი ხარ და უფალი არ მიგვატოვებს“, – წერენ ქალის ახლობლები სოციალურ ქსელში.

მძიმედ დაშავებული 38 წლის ახალგაზრდა ქალი ექიმია და ამ უბედური შემთხვევის დროს იგი სახლიდან გუშინ დილას სამსახურში მიდიოდა.

„თამუნა ექიმი კოვიდის დროს წინა ხაზზე იდგა და რამდენი სიცოცხლე გადაარჩინა, ღმერთმა უნდა დაუბრუნოს იგი მის დედ-მამას და ძმებს“, – გვითხრა ახალგაზრდა ქალის მეგობარმა.

უბედური შემთხვევა 15 ივნისს მოხდა და ქალი ამ დრომდე სიცოცხლისთვის იბრძვის.

პრაიმ ტაიმი