თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, მათი ცნობით, 2022 წლის 1-31 მაისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შემცირდა და 2021 წელთან შედარებით – 6%-ს უტოლდება.
ამასთან, კვლევის თანახმად, 1-28 მაისის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 51% შეადგინა.
ბიპიენი