წულუკიანი 252 თანამშრომელს ეძებს

წულუკიანი 252 თანამშრომელს ეძებსკულტურის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ 22 ორგანიზაციაში, სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ ვაკანტურ პოზიციათა ჯამური ოდენობა 252 – ია, საიდანაც 105 ეროვნული მუზეუმის ვაკანსიებია. წარმატებული სტაჟიორები უწყების სისტემაში 2023 წლიდან დასაქმდებიან.

სამინისტროს ინფორმაციით, სტაჟირების ხანგრძლივობა კონკრეტული პოზიციებისთვის განსაზღვრულია 1 თვიდან 1 წლამდე ვადით.