უკრაინაში ქართველი მებრძოლი, კირილ შანავა დაიღუპა

უკრაინაში ქართველი მებრძოლი, კირილ შანავა დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კირილ შანავა დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ნათესავები ავრცელებენ. ირკვევა, რომ ის ლუგანსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში წინა ხაზზე იბრძოდა, სადაც დაბომბვაში მოყვა და დაიღუპა.

შანავა უკრაინელების ბატალიონში იბრძოდა. ის უკრაინის მოქალაქე იყო და ოჯახთან ერთად იქ წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს 14 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.