ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ქადაგებისას განაცხადა:
„მთელი დღე და ღამე ტელევიზიაში იგინებოდა და ხელს ურტყამდა ის ერთი კაცი, ვიცით ჩვენ, ნაპროკურალი და ის პოლიტპატიმარია და ეხლა ვიღაცამ რაღაცა უთხრა ქუჩაში რომ მიდიოდნენ უკეთურ ხალხს და უთხრა რაც ეკუთვნოდა და დაიჭირეს იმიტომ, რომ იქიდან ნაბრძანებია, ჰყავთ პატრონები, უფალს პატრონად არ მიიჩნევენ, ის, ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს ყველა პატრონი გახდა…
ის სული, რომელიც სიცრუეში ამყოფე, უფლის წინაშე წარდგება და იმას ვერაფერს ვერ მოატყუებ და ვერ ეტყვი, რომ შენ ახლა ევროკავშირში შეგიყვან და ესა და ეს შეასრულე და მაშინ კარგად იქნები. უფალს მაგას ვერ ეტყვი. უფალი გეტყვის, რაის ევროკავშირი მოდი ერთი აქ და რას ლაპარაკობდი, ამას, ამას, ამას ვის ატყუებდი, ის ხალხი გარშეემო რომ იყო რას უკეთებდი.“