36 წლის შშმ პირი Facebook პოსტის გამო დააკავეს

36 წლის შშმ პირი Facebook პოსტის გამო დააკავეს36 წლის ბათუმელი ხვიჩა შაქარიშვილი Facebook პოსტის გამო დააკავეს. პოლიციის დაკავების ოქმში, რომელიც “მთავარმა არხმა” მოიპოვა, ნათქვამია, რომ ხვიჩა შაქარიშვილმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც პოლიციის თანამშრომლებს გამიზნულად, უხეშად, დამამცირებელი, პატივისა და ღირსების შემლახველი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო. პროცესის გადადება დაცვის მხარის მოთხოვნით მოხდა, რადგან ადვოკატს არ გადასცემია საქმის მასალები.

საია-ს ადვოკატმა, პაატა დიასამიძემ, არ იცის, თუ რა ფაქტის გამო დააკისრეს პასუხისმგებლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფ შშმ პირს, ხვიჩა შაქარიშვილს.

შაქარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ის პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.