აგარაკზე გენერალური დირექტორი ცხედარი იპოვეს – „გაზპრომის“ თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს

აგარაკზე გენერალური დირექტორი ცხედარი იპოვეს - „გაზპრომის“ თანამშრომელი გარდაცვლილი ნახესრუსეთში „გაზპრომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს. ლოჯისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვის ცხედარი  სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, მისივე აგარკზე, აუზში იპოვეს. მას თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი, გვერდით კი ტრავმატული იარაღი იდო. ჯერჯერობით ვის ეკუთვნის აღნიშნული იარაღი.

კომპანია „ასტრა-შიპინგი“, რომლის გენდირექტორიც ვორონოვი გახლდათ, რუსეთის ტრანსნაციონალური ენერგოკომპანიის, „გაზპრომ“-ის ერთ-ერთი კონტრაქტორს წარმოადგენს, რომელიც დაკვეთებს არქტიკაში ასრულებს.

ბიზნესმენის მეუღლე ყვება, რომ ლენინგრადის ოლქში ვორონოვი 1 ივლისს გაემგზავრა, თუმცა წასვლამდე მას საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტი მოუვიდა.

აღსანიშნავია, რომ ნახევარწელიწადში ეს „გაზპრომის“ უკვე მე-5 ტოპმენეჯერია, რომელიც გარდაიცვალა.