პუტინის არმია ისევ უდანაშაულო ხალხს ხოცავს. ოკუპანტებმა ამჯერად ვინიცა დაბომბეს. დაღუპულია ათობით ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვია. მინიმუმ 15 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. კიდევ 52 ადმაიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. საავადმყოფოში ასობით მოქალაქე გადაიყვანეს.
ქალაქი კვამლშია გახვეული. ცენტრი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. იწვის შენობები, საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები.
რუსეთის საოკუაპციო ძალებმა, პრაქტიკულად, ვინიცას ცენტრზე კალიბრის ფრთოსანი რაკეტებით დარტყმები განახორციელეს. იერიში განხორციელდა შავი ზღვიდან, რუსული წყალქვეშა ნავიდან. გასიროლეს კალიბრის ტიპის 3 ფრთოსანი რაკეტა. ურაკინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის ორი რაკეტა ჩამოაგდეს. განადგურებულია სამოქალაქო ობიექტები, ოფისები და საცხოვრებელი კორპუსები, მოედანი, სადაც ბევრი მშიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. ხალხი შვილებთან ერთად სეირნობდა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. მსხვერპლს ისევ ვითვლით, – აცხადებს უკრაინული მხარე
ვინიცაში სარაკეტო იერიშებს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და მომხდარს ტერორისტულ აქტი უწოდა. ვოლორიმირ ზელენსკის თქმით, რუსი სამხედროები მკვლელები არიან, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს არ ინდობენ.