რიკოთზე ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა, რამაც მრავალკილომეტრიანი საცობი გამოიწვია. შემთხვევა შოროპანთან მოხდა. შეჯახების შედეგად ორი მძღოლი დაშავდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) დაიწყო.