ბათუმში სამი ტყუპი დაიბადა

 ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაკლინიკა „მედინაში“ 19 მაისს გესტაციის 31-ე კვირას სამი ტყუპი დაიბადა.  ევა, მარია, ნია ცეცხლაძეები 1500-1500-ს და 1100 კგ-ს იწონიდნენ.

„ახალშობილებმა ახალშობილთა ინტენსიურ განყოფილებაში 2 თვე გაატარეს. პატარებმა კლინიკა სრულიად ჯანმრთელებმა დატოვეს. გაწერისას ბავშვები იწონიდნენ: მარია- 3130 კგ, ნია – 3140 კგ, ევა – 2980 კგ.  ტყუპებს ოჯახში მშობლებთან ერთად 14 წლის და დახვდა“, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.