მოძალადე ჯგუფების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. კაცმა ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა.
შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევანში, წყალში ჩავიდა.
გამოძახებულია სასწრაფო დახმარება.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ ალტ-ინფოს წევრები და მხარდამჭერები, მათ შორის, სასულიერო პირები. გადაიკეტა სამანქანო გზა.
ტვ. პირველი