დიდი ბრიტანეთის პრემერმინისტრი, ბორის ჯონსონი გადადგა. მისი თქმით, ნათელია კონსერვატიული პარტიის ნება, რომ პარტიას ახალი ლიდერი, ქვეყანას კი ახალი პრემიერმინისტრი სჭირდება.
მისი თქმით, დანიშნა კაბინეტი, რომელიც იმუშავებს და ის შეასრულებს მოვალეობას ახალი ლიდერის არჩევამდე.
ჯონსონი ამბობს, რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.