ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
არსებული ინფორმაციით, ახალციხე-თბილისის ე.წ. სამარშრუტო ტაქსიში 14-მდე ადამიანი იმყოფებოდა, არსებული ცნობით, რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ფოტო: ტელეკომპანია “ბორჯომი”.