ჩინეთმა და ინდოეთმა რუსეთს 3 თვეში 24 მილიარდი დოლარი გადაუხადეს

ჩინეთმა და ინდოეთმა რუსეთს 3 თვეში 24 მილიარდი დოლარი გადაუხადესრუსეთმა ჩინეთისა და ინდოეთისთვის ენერგორესურსების მიყიდვით, უკრაინაში შეჭრიდან სულ რაღაც სამ თვეში, 24 მილიარდი დოლარი იშოვა, – ამის შესახებ შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

გამოცემა წერს, რომ ეს აჩვენებს, თუ როგორ ზღუდავს გლობალური ფასების ზრდა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის დასჯისკენ მიმართულ აშშ-სა და ევროპის მცდელობებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთმა მაისის ბოლომდე, სამი თვის განმავლობაში, რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესასყიდად 18.9 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, რაც თითქმის ორჯერ მეტია ერთი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, ინდოეთმა იმავე პერიოდში 5.1 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც ხუთჯერ აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა ორივე ქვეყნიდან 13 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.