ესტონეთის პრემიერი გადადგება

ესტონეთის პრემიერი გადადგება“ესტონეთის რეფორმის პარტიამ”, პარტია „სამშობლომ“ და ესტონეთის “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ” მიაღწიეს შეთანხმებას სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ. მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა კი დაადასტურა, რომ თანამდებობიდან გადადგება. ამის შესახებ სააგენტო Delfi იუწყება.

კალასმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს, მან თავად შესთავაზა პარტიებს გადადგომა კოალიციაზე შეთანხმების მისაღწევად.

„ეს წინადადება მე წამოვაყენე, რადგან ახალი მინისტრები რომ დამენიშნა, დიდი ხმაური და უკმაყოფილება იქნებოდა“, – თქვა მან.

კალასმა დასძინა, რომ მას და მის კოალიციურ პარტნიორებს სურთ ახალი მთავრობის შექმნა რაც შეიძლება მალე, მაგრამ პარლამენტის შეკრება ამ დროისთვის რთული იქნება, რადგან ზაფხულის არდადეგები უკვე დაწყებულია.

ესტონეთის სამი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი კოალიციის მიზანია ესტონეთის უსაფრთხოების ამაღლება, ხალხისთვის მომავლის რწმენის მიცემა ფასების საყოველთაო ზრდის ფონზე და ასევე ესტონურენოვან განათლებაზე გადასვლა.

იპნ