„მწერალ ერეკლე საღლიანს ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია თურქეთში, რომელიც 25 ათასი დოლარი ჯდება” – ინფორმაციას გვერდი “პოეზიარი-ავტორთა წარმოჩენა” აქვეყნებს და თან ურთავს პოეტის ანგარიშის ნომრებს.
„პრაიმტაიმი” საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პოეტის ოჯახის ახლობელს ესაუბრა. როგორც მისგან ვიგებთ, ერთი თვის წინ, ერეკლე გამოკვლევების ჩასატარებლად სტამბოლში იმყოფებოდა. თურქმა მედიკოსებმა მას დაუსვეს დიაგნოზი – ტრემორი.
„ეს დაავადება დიაბეტისგან გამომდინარე განუვითარდა. ვინაიდან პარკინსონი არ არის და არის ტრემორი, ოპერაციის შედეგად, ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდება.
ბოლოს უკვე იმ დონეზე დამძიმდა, რომ ვერც წერს. როგორ წარმოგიდგენიათ, ერეკლე საღლიანი წერას რომ ვერ შეძლებს?! აქამდე ერთ ხელს მეორეს აშველებდა და რაღაც ფორმით მაინც ახერხებდა წერას. უკვე წყლის დალევა და საკვების მიღებაც აღარ შეუძლია დამოუკიდებლად” – გვიყვება საღლიანის ოჯახის ახლობელი.
როგორც “პრაიმტაიმს” უყვებიან, ამ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, 66 წლის პოეტი მაინც ვერ ჩერდება და პოემებს, ოჯახის წევრებს, კარნახით აწერინებს. როგორც გავიგეთ, კრებულის გამოსაცემად ემზადება. მისი ლექსების არაერთ კრებულს მკითხველი კარგად იცნობს.
“პოეზიარი-ავტორთა წარმოჩენა” პოეტის ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს. დავუბრუნოთ პოეტს საყვარელი საქმის კეთების უნარი. მას ეს ჰაერივით სჭირდება.
სს თიბისი ბანკი
GE21TB7006674365100002
საქართველოს ბანკი:
GE72BG0000000604807900
მიმღები: ერეკლე საღლიანი