ჯო ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა

ჯო ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდააშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა – ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ის სრულად არის ვაქცინირებული და ორჯერ აქვს გაკეთებული ბუსტერ დოზა – აქვს ძალიან მსუბუქი სიმპტომები. მითითებების შესაბამისად, ის იზოლირებული იქნება თეთრ სახლში და ამ დროის განმავლობაში გააგრძელებს მისი მოვალეობების სრულად შესრულებას. ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს დაგეგმილ შეხვედრებში, დისტანციურიად, Zoom-ის საშუალებით.