ხობში კორპუსი კანალიზაციის გარეშე ააშენეს

ხობში კორპუსი კანალიზაციის გარეშე ააშენესოდიში ტვ. ფოტოს აქვეყნებს და ფეისბუქგვერდზე წერს:

„ხობში, ამ ახალაშენებულ კორპუსში ვერცერთი ბინა ვერ გაიყიდა. მიზეზი ისაა, რომ დაპროექტების დროს კანალიზაციის ქსელი გამორჩათ. კორპუსი სამშენებლო კომპანიამ კანალიზაციის გარეშე ააშენა, მერიამაც ასე ჩაიბარა.

ახლა კი, სავარაუდოდ, ისეთ უცხოპლანეტელ მყიდველებს ელოდებიან, რომლებსაც ბუნებრივი მოთხოვნილებები არ აწუხებთ.“