მარიამი გოგაშვილი – „მამაჩემი დაუპირისპირდა რუსული მმართველობის სქემას“

მარიამი გოგაშვილი - „მამაჩემი დაუპირისპირდა რუსული მმართველობის სქემას“„მამაჩემი დაუპირისპირდა რუსული მმართველობის სქემას – „ქართულ ოცნებას” და ამის გამო დააკავეს ის“, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის შვილმა ნინო გოგაშვილმა „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
„სოსო გოგაშვილი დაუპირისპირდა რუსული მმართველობის სქემას – „ქართულ ოცნებას” და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც დააკავეს მამაჩემი. ისინი დიდი ხანია ცდილობენ გააჩუმონ მამაჩემი და ეს არის შურისძიება. მამაჩემი არის პოლიტპატიმარი. ეს არის პოლიტიკური დევნა და სამართლებრივი გზით ვერაფერი ვერ ნახეს, რაც გააჩუმებდა მამაჩემს და არ შეწყვეტდა საჯარო განცხადებებს ტელეეთერებში თუ სოციალურ ქსელში, გადაწყვიტეს, რომ ამ გზით იარაღისა და სხვადასხვა მატერიალური დოკუმენტაციის გზით გადაწყვიტეს, რომ დაეკავებინათ მამაჩემი, ერთადერთი მიზეზი ისიც არის, რომ მან ამხილა რუსი ჯაშუშები,” – განაცხადა ნინო გოგაშვილმა.