მოემზადეთ დიდი სიცხეებისთვის – ამინდის პროგნოზი 20 ივლისამდე

მოემზადეთ დიდი სიცხეებისთვის - ამინდის პროგნოზი 20 ივლისამდეგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსია მოსალოდნელი.