მოსკოვში აფხაზი მილიარდერი ევგენი პალანტი და მისი ცოლი მოკლეს

მოსკოვში აფხაზი მილიარდერი ევგენი პალანტი და მისი ცოლი მოკლესმოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში, კერ­ძო სახ­ლში 48 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი, რუ­სულ ბიზ­ნეს­წრე­ებ­ში “აფხაზ მი­ლი­არ­დე­რად” წო­დე­ბუ­ლი ევ­გე­ნი პა­ლან­ტი მოკ­ლეს. ბიზ­ნეს­მე­ნის სახ­ლში ნა­პოვ­ნია მისი ცო­ლის ცხე­და­რიც. ორი­ვე მათ­განს ჭრი­ლო­ბე­ბი და­ნით აქვთ მი­ყე­ნე­ბუ­ლი. პა­ლანტს აფხა­ზეთ­ში რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სი ჰქონ­და. ის რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე დიდი მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რის А-Мобаил-ის მფლო­ბე­ლი იყო.

msk1.ru-ს ცნო­ბით, 48 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და მისი 50 წლის მე­უღ­ლის, ოლგა პა­ლან­ტის ცხედ­რე­ბი, ორ­შა­ბათს სა­ღა­მოს ზარ­ა­ჩას და­სახ­ლე­ბა­ში იპო­ვეს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, სა­უ­ბა­რია ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ზე. ცხედ­რე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნის გერ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა.

პა­ლან­ტის მფლო­ბე­ლო­ბა­ში იყო აფხა­ზეთ­ში მოქ­მე­დი, ყვე­ლა­ზე დიდი მო­ბი­ლუ­რი კომ­პა­ნია А-Мобаил… ბიზ­ნეს­მე­ნი აფხა­ზეთ­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბა რუ­სეთ­ში, მოს­კოვ­ში მი­ი­ღო და კა­რი­ე­რაც იქ გა­ი­კე­თა. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე ბიზ­ნეს­მე­ნი 90-იანი წლე­ბის ომის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს­გა­რე­მო­თი და­ინ­ტე­რეს­და და უმე­ტეს დროს აფხა­ზეთ­ში ატა­რებ­და.

2009 წლი­დან პა­ლან­ტი სა­ინ­ჟინ­რო კომ­პა­ნია IK Instalsight-ის 33,3%-ს მფლო­ბე­ლი იყო.

პა­ლან­ტი აქ­ტი­უ­რად აფი­ნან­სებ­და სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. ის სრუ­ლად ინა­ხავ­და სო­ხუმ­ში არ­სე­ბულ, ფა­ზილ ის­კან­დე­რის სა­ხე­ლო­ბის რუ­სულ დრა­მა­ტულ თე­ატრსაც” – წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, 2006 წლი­დან, პა­ლან­ტი ტე­ლე­კომ-ბიზ­ნეს­ში იყო ჩარ­თუ­ლი და იმა­ვე წელს, აფხა­ზეთ­ში და­ა­ფუძნა აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ბი­ლუ­რი კომ­პა­ნია. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ის სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო სა­ტე­ლეგ­რა­ფო-სა­ტე­ლე­ფო­ნო სად­გუ­რის თა­ნამ­ფლო­ბე­ლიც იყო, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია Абхазсвязь-ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იყო.

პა­ლან­ტის მკვლე­ლო­ბის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა А-Мобаил-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ბო­რის ბარ­ცი­ცი, რომ­ლის თქმი­თაც, მათ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და მე­ცე­ნა­ტი და­კარ­გეს.

“ის აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო. აფხა­ზეთ­ში არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი და­ა­ფუძნა და მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი და­ა­საქ­მა. ამას­თან, ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, მხარ­ში დად­გო­მო­და ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბას..” – აღ­ნიშ­ნა ბარ­ციც­მა ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

კი­დევ ერთი კომ­პა­ნია, რომ­ლის 51,14 %-საც ბიზ­ნეს­მე­ნი ფლობ­და, არის კომ­პა­ნია ЮМТ, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლი იყო მო­ნა­ცემ­თა ბა­ზე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო რე­სურ­სე­ბის შექ­მნი­თა და გა­მო­ყე­ნე­ბით. კომ­პა­ნი­ის მე­ო­რე მფლო­ბე­ლი იყო ბიზ­ნეს­მე­ნი სერ­გეი გლემ­ბეც­კოი, რო­მე­ლიც მისი პარტნი­ო­რი იყო კომ­პა­ნია Инсталсайту -შიც.

უფრო ადრე პა­ლანტს წი­ლე­ბი ჰქონ­და სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია Гранд строй-სა და Зуевка-ში. თუმ­ცა, გა­ირ­კვა, რომ ორი­ვე კომ­პა­ნია და­ინ­ტე­რე­სე­ბულ, ე.წ. ად­რე­ნა­ლი­ნის მოყ­ვა­რულ პი­რებს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებ­ზე მო­ნა­დი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. კერ­ძოდ, მათ ად­გი­ლის შერ­ჩე­ვა­სა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ში დი­დძალ ფულს იღებ­და. 2016 წელს ორი­ვე კომ­პა­ნია და­ი­ხუ­რა და მა­ლე­ვე გა­კოტ­რდა.

მოკ­ლუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ცოლი გა­სულ წლებ­შიც თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქმრის ბიზ­ნეს­გა­რი­გე­ბებ­ში.

“ვიცი, რომ აფხა­ზეთ­ში რამ­დე­ნი­მე სახ­ლი ჰქონ­და და აქეთ ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და, კი­დევ კარ­გი, რომ აქ არ მოკ­ლეს, თო­რემ სა­ბო­ლო­ოდ გვა­ღი­ა­რებ­დნენ კრი­მი­ნა­ლურ ქვეყ­ნად. თან სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი და­ი­წყო და მცი­რე შე­ტა­კე­ბე­ბი ისე­დაც გარ­და­უ­ვა­ლია. ამ­ბობ­დნენ, რომ ცოლ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, მის მო­შო­რე­ბას აპი­რებ­და, რა­საც ცოლი ვერ ეგუ­ე­ბო­და. თუმ­ცა, დიდ ფულს ყო­ველ­თვის ახ­ლავს სის­ხლი, ტყვია და სიკ­ვდი­ლი” – წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფსევ­დო­ნი­მით “შავი მეფე”.

ამბები