მთავარმა არხმა სააკაშვილი და გვარამია მოხსნა

მთავარმა არხმა სააკაშვილი და გვარამია მოხსნა“თვეების განმავლობაში თქვენ ხედავთ ჩვენს ეკრანზე ორ წარწერას – #თავისუფლებამიშას და #თავისუფლებანიკას.
„მთავარი არხის“ მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ტელევიზიის გადარჩენის ერთადერთი გზა საერთაშორისო დონორების მოძიებაა, რომლებთანაც ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს.
ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზია არ იყოს აფილირებული რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, რის გამოც, არხმა, ნიკა გვარამიასთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ჩვენი ეკრანიდან ეს ორი წარწერა მოიხსნება.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იცვლება – ჩვენ ისევ ვთვლით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პოლიტპატიმრები არიან და ისინი უნდა გათავისუფლდნენ.
დარჩით ჩვენთან და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება.
მთავარი ხართ თქვენ!”