„დაგიძველდა მიკროფონი, გოგო?” – ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ერთ-ერთ ჟურნალისტს კომენტირების დროს.
ჟურნალისტმა წულუკიანს შეკითხვა აშშ-ის ელჩთან დაკავშირებით დაუსვა და ჰკითხა, ხელისუფლება რატომ უპირისპირდება და აზიანებს თუ არა ეს დასავლურ ღირებულებებს, რაზედაც კულტურის მინისტრმა უპასუხა:
„ნელა, ნელა, დაგიძველდა მიკროფონი, გოგო? არავინ არავის უპირისპირდება. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქალბატონ დეგნანს და ბევრი თანამშრომლობა გვაკავშირებს მასთან, რომელიც მომავალშიც ძალიან წარმატებული იქნება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.