პაატა იმნაძე – „კორონავირუსის პიკი იქნება ამ თვის ბოლოს და შემოდგომაზე“

პაატა იმნაძე - „კორონავირუსის პიკი იქნება ამ თვის ბოლოს და შემოდგომაზე“საქართველოში ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსი კვლავ ცირკულირებს. მიუხედავად ზაფხულის სეზონისა, ჩვენს ქვეყანაში ვირუსის შემთხვევათა მაღალი რაოდენობა ფიქსირდება.  როგორც პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, საქართველოში კორონავირუსის პიკი ამ თვის ბოლოს და შემოდგომაზე იქნება.

„კორონავირუსი ერთი პიკი იქნება ამ თვის ბოლოს, სადღაც აგვისტოს დასაწყისში პიკს გადავივლით. შემდეგი პიკი იქნება შემოდგომაზე. აგვისტოში კორონავირუსის პიკი არა მგონია, ისეთივე მძლავრი იყოს, როგორც იანვარ-თებერვალში იყო, რადგან ქვეყანაში იმუნური ფენა მაინც საკმარისად არის.

ხოლო შემოდგომისთვის, ზამთრის პიკგადავლილზე, იმუნიტეტი მოიკლებს, აქედან გამომდინარე, მაინც მოქალაქეებს ვურჩევდი, რომ აიცრან, რადგან შემდეგ ტალღას იმუნური სისტემა მზად დახვდეს. ვაქცინაციის შესახებ ჩვენი აზრი არ შეცვლილა. რაც დაიწყო ეს პროცესი, იმის მერე ერთი და იმავეს ვლაპარაკობთ, ვაქცინა არის ამოსარჩევად, დანარჩენი ადამიანებზეა დამოკიდებული, რამდენად გამოიყენებენ”, – აცხადებს იმნაძე.