ქუთაისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ბინა ნაქირავები ქონდა და შვილთან ერთად ცხოვრობდა. მასთან ყოფილი ქმარი მივიდა, მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგონეს, მივიდნენ, ბინის კარი ჩაკეტილი დახვდათ, სავარაუდო მკვლელი ბინაში იყო და მას კარი გარედან დაუკეტეს. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ქალს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.