2022 წლის ივნისში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა.
კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 502.9%-ით არის გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან საქართველოს 90 239 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 14 967 იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანას შორის რუსეთი 1-ელ ადგილზეა. მას მოსდევს თუქეთი – 62 192 ვიზიტორით, მე-3 ადგილზე კი სომხეთია – 61 974 ვიზიტორით.