საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რუსთავში, აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი ღია სივრცეში გაჩნდა და ცეცხლი სავარაუდოდ მეორადი პოლიეთილენის პარკებს უკიდია.
როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრეები და მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.