საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა შედის კოროვირუსული პანდემიის მეშვიდე ტალღაში მას შემდეგ, რაც ინფექციების ყოველდღიურმა რაოდენობამ დიდი ხნის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 200 000-ს. ამის შესახებ BFMTV-ი იუწყება.
გასული დღის განმავლობაში ქვეყანაში 206 000-ზე მეტი ახალი პაციენტი დაფიქსირდა.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით კორონავირუსის ეპიდემიის მეშვიდე ტალღაში. Omicron BA.4 და BA.5 შტამების ქვეტიპები იწვევს ეპიდემიის ზრდას მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – თქვა ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ფრანსუა ბრონმა ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ჯერჯერობით, მთავრობის დონეზე, არ საუბრობენ სავალდებულო წესების დაბრუნებაზე და შემოიფარგლებიან მხოლოდ რეკომენდაციებით, რომ ატარონ ნიღაბი ხალხის თავშეყრის ადგილებში.
ამასთან, სამედიცინო საზოგადოებაში არის მოსაზრებები, რომ ნიღბის ტარების რეჟიმი სავალდებულო წესით უნდა დაბრუნდეს ტრანსპორტში.