საქართველოს ბანკის მხარდაჭერით The New York Times-ის გამოცემა “The Big Ideas” –ის წარდგენა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით The New York Times-ის გამოცემა “The Big Ideas” –ის წარდგენა გაიმართასაქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 15 ივლისს The New York Times-ის გამოცემა „The Big Ideas”-ის წარდგენა გაიმართა, რომელიც საქართველოში New York Times-ისა და ჟურნალ დიპლომატის ერთობლივი ძალისხმევით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამოიცა.

ორენოვანი გამოცემა საქართველოსა და ამერიკაში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე  წარმატებული ადამიანების სტატია/ინტერვიუებს აერთიანებს. ქართველ ავტორებს შორის არიან: ნონა გაფრინდაშვილი, ირმა ხეცურიანი, რუსუდან კვაჭანტირაძე, არჩილ გაჩეჩილაძე, ირაკლი ბერიძე, ზურაბ პოლოლიკაშვილი, ნინო სუხიშვილი, ნინო ხარატიშვილი, ირაკლი კავსაძე, ნინო კირთაძე და ნინო კასრაძე.

„მსგავსი ინტელექტუალური გამოცემები ფუფუნებაა ისეთი პატარა ბაზრისთვის, როგორიც საქართველოა, შესაბამისად „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელებაში. The New York Times-ის გამოცემებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იშვიათად თუ შევხვდებით. საამაყოა, რომ აღნიშნული ჩვენს რეგიონში მხოლოდ საქართველოში გამოიცემა. გამოცემისთვის შევეცადეთ, ისეთი ადამიანები შეგვერჩია, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საკუთარი მიღწევებით საერთაშორისოდ არიან ცნობილი“, – განაცხადა ჟურნალ „დიპლომატისა“ და „The Big Ideas“ – ის გამომცემელმა საქართველოში, ნინო შარაშიძემ.

„The Big Ideas” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალის, The New York Times-ის სპეციალური გამოშვებაა, რომელიც მკითხველს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანების იდეებს უზიარებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსგავსი პროექტის განხორციელებას და ხელი შევუწყოთ საკუთარ დარგში წარმატებული ქართველი პროფესიონალების საინტერესო გამოცდილებებისა და იდეების კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაზიარებას. დარწმუნებული ვართ, როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო მკითხველისთვის საინტერესო და შთამაგონებელი იქნება იმ ადამიანების უფრო ახლოდან გაცნობა, რომლებიც არ ჩერდებიან და თავიანთი საქმიანობითა და იდეებით, მსოფლიოს აჩვენებენ, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა“,- აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ლევან ყულიჯანიშვილი.