საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდა

საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდასაქართველოში ევროპარლამენტარების 6 კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა.

დღეს საქართველოში ვიზიტით ის დეპუტატები ჩამოვიდნენ,  ვინც ევროკავშირისგან ივანიშვილის დასანქცირება და ქვეყანაში დეოლიგაქრიზაცია  მოითხოვა.

დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს.

მის შემადგენლობაში ასევე არიან, ვიოლა ვონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ტერი მარიანი და ასიტა კანკო.

პირველად ევროდეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან.

გავლენიანი ევროდეპუტატები დღის განმავლობაში არამსათავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველსაც შეხვდებიან.

მაღალი დონის შეხვედრები ასევე, პრემიერ-მინისტრთან და  “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან გაიმართება და დღის ბოლოს სტრატეგიული პარტნიორები ოპოზიციას შეხვდებიან.