თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდათბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს და წერს, რომ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს „კოვიდ-19“ პირველად 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა.