თურქული მედკიკამენტები ისევ ძვირდება.
მიზეზი კი თურქეთში ადგილობრივი წარმოების წამლებზე ფასის 35 პროცენტიანი ზრდაა, რაც ავტომატურად საქართველოში იმპორტირებულ მედიკამენტებსაც გააძვირებს.
ფარმაცევტული კომპანიები ამბობენ, რომ თურქეთიდან შემოტანილი წამლები ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით სექტემბრის მეორე ნახევრაში გაძვირდება. ფასის ზრდა კი დაახლოებოთ 20%-დან 40%-მდე იქნება.
ფარმაცევტული კომპანიების თქმით, ჯერჯერობით გარკვეული მარაგი აქვთ და ერთი თვე თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების იგივე ფასად გაყიდვას ისევ შეძლებენ.
გაძვირდა 30%-მდე დაახლოებით, როგორც აანონსებენ ეს გაძირება თურქეთში არ იქნება ერთჯერადი სახის. ეს გამოიწვევს რა თქმა უნდა ქსელშიც გაძირებას და მომხმარებელს გაუძირდება, ჩემი ვარაუდით, სულ მცირე 20%-ით მაინც“. – ამბობს „იმპექსის“ წარმომადგენელი.
თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მედიკამენტებზე ფასები კიდევ ერთხელ გადაიხედება და არ არის გამორიცხული, რომ წლის ბოლოს იაფ მედიკამენტებზე ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს და მოსახლეობას მასში კიდევ უფრო ძვირის გადახდა მოუწიოს.